VINEYARD

გაშენებულია 2000 წელს
ფართობი: 20 ჰა
ნარგავების რაოდენობა: 62000
განლაგება: 2,20 x 1,40 მ.
დატვირთვა: 18 კვირტი
გამოსავლიანობა: 40-45 ჰლ.

Vineyard
VINEYARD

ალაზნის ველი გარშემორტყმულია გარე კახეთის ზეგანით, ცივ-გომბორის ქედით და კავკასიონის დიდი ქედით, რაც იცავს მას ძლიერი ქარებისგან და ამინდის მკვეთრი ცვალებადობისგან. სოფელ ტიბაანსა და მის შემოგარენში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. მიკროზონა ხასიათდება მზის მაღალი აქტივობით. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2150 საათს აჭარბებს, სავეგეტაციო პერიოდში კი დაახლოებით 1600 საათია, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,9 °C, ხოლო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 4180 °C აღწევს.

მნიშვნელოვანია, რომ ტემპერატურის სეზონური ცვალებადობა ხდება თანდათან, მკვეთრი რყევების გარეშე. ნალექების წლიური ჯამი მიკროზონაში 610 მმ-ია, სავეგეტაციო პერიოდში კი – 445მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა, რადიაციული მაჩვენებლები, ტემპერატურის დაძაბულობა, ტერიტორიის დატენიანების ხარისხი და ამ ზონაში არსებული სხვა ბუნებრივი ფაქტორები ქმნის მაღალხარისხიანი მშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოების წარმოების წინაპირობას.

 
Site Design by OTAR KARALASHVILI