Tibaneli - Georgian Wine

TAMADA

თამადა - ასაკი: 2700 წელი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Georgian Wine

ღვინო დიდი ხანია ცივილიზაციის მუდმივი თანამგზავრი და ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა. სტრესის მოხსნისა და ძალის აღდგენის ეს ათასწლეულების განმავლობაში შემოწმებული და დადგენილი წესი თანამედროვე ადამიანის ჩვეული ყოფის ნაწილია, მაგრამ თავად ღვინის ისტორიას ცივილიზაციის საწყისებთან, მის დასაბამთან მივყავართ.

უახლესი პალეობოტანიკური და არქეოლოგიური გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს ვამტკიცოთ, კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო საქართველოა, სწორედ აქ არის მაღალი სამიწათმოქმედო ცივილიზაციის ის უძველესი კერა, რომლის მკვიდრმაც პრეისტორიის გარიჟრაჟზე ტყეს ველური ყურძენი გამოსტაცა და ვენახის მოშენებას მიჰყო ხელი.

1 | 2 | 3 | 4 | 5
 
Site Design by OTAR KARALASHVILI