Tibaneli - Georgian Wine
TAMADA
წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, IV ს.
“მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი” – მაცხოვრის ამ სიტყვებით და ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინო კაპადოკიელი. მის მიერ საქართველოში მოხდენილი პირველი სასწაულიც, სწორედ ვაზის ჯვრის აყვავება იყო. ვაზისა და მევენახეობის საიდუმლოთა მცოდნე მრევლზე ამას უდიდესი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა. როგორც ჩანს, კაპადოკიელმა ქალწულმა კარგად იცოდა რა ქვეყანაშიც მოდიოდა თავისი მისიის შესასრულებლად და სწორად შეარჩია ახალი მრწამსის გამომხატველი სიტყვებიცა და ატრიბუტებიც.

მრავალი საუკუნეა ვაზი და ყურძნის მტევანი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების, ჭედური ხატებისა და მღვდელთმსახურებისთვის განკუთვნილი ნივთების აუცილებელი დეტალი და სიმბოლური ნიშანია.
1 | 2 | 3 | 4 | 5
 
Site Design by OTAR KARALASHVILI