Tibaneli - Georgian Wine
TAMADA
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ჩუქურთმა XI ს.
დიდ განსაცდელს გაუძლო საქართველომაც და ქართულმა ვაზმაც. საუკუნეების მანძილზე მტრის ურდოები დაუნდობლად ანადგურებდნენ ძვირფას კულტურას, რის გამოც ვაზის ბევრი აბორიგენული ჯიში დაიკარგა. 500-მდე ქართული ვაზის ჯიშიდან, დღეს 200-ღა შემორჩა. ბევრი უნიკალური ღვინის სახელწოდება მხოლოდ მატიანემ შემოგვინახა. მიუხედავად ამისა საქართველო დღესაც განოირჩევა მსოფლიოში ვაზის კულტურული ჯიშების სიმრავლით.

საქართველომ, თავსი არსებობის მანძილზე, არაერთხელ დაკარგა სახელმწიფოებრიობა, უკანაკნელად მისი დამოუკიდებლობა ბოლშევიკურმა იმპერიამ შთანთქა, რასაც მოჰყვა რკინის ფარდა და ყველაფერი ქართული უცნობი გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საბჭოთა ბელადებისა თუ ჩვეულებრივი მოკვდავების უსაყვარლესი სასმელი, ქართული ღვინო.

დღეს საქართველო ისევ თავისუფალია და მრავალათასწლოვანი ტრადიციის მქონე ქართული ღვინო კვლავ იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ბაზარზე.

თავისი მოკრძალებული წვლილი ამ საქმეში შეაქვს კომპანია “ტიბანელს”.
1 | 2 | 3 | 4 | 5
 
Site Design by OTAR KARALASHVILI