SAPERAVI 

ნახევრადტკბილი
წითელი ღვინო
რეგიონი: კახეთი
ქინძმარაულის მიკროზონა
ყურძენი: 100% საფერავი
მოსავალი: 2007
ალკოჰოლი: 12% vol

TECHNOLOGY

ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო “ქინძმარაული” მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოყვანილია ყვარლის რაიონში, ქინძმარაულის მიკროზონაში. ყურძენი იკრიფება სრულ სიმწიფეში (შაქრიანობა არანაკლებ
240გ-ლ), ტარდება საჭყლეტ-კლერტგამცლელ მანქანაში. მიღებული დურდო გადადის თერმოს მადუღარაში, ემატება გოგირდის ანჰიდრიდი და საფუარის წმინდა კულტურა. სპირტულ დუღილს ვაწარმოებთ 23-25 გრად. ტემპერატურაზე, დღეში 3-4-ჯერ დარევით.
როდესაც შაქრის შემცველობა დაიწევს 50გ/ლ-მდე,
ვახდენთ დურდოდან მოხსნას. მაღალხარისხიანი ქინძმარაულის დასაყენებლად ვიყენებთ თვითნადენს. აღნიშნული ნახევრადტკბილი ღვინომასალა გადაგვაქვს თბომცვლელის მეშვეობით მაცივარში, სადაც ვაჩერებთ დუღილს. 5-10 დღის შემდეგ ვხსნით ლექიდან. ღვინომასალას ჩამოსხმამდე ვამყოფებთ მაცივარში -2 - -4 გრადუსზე. ნახევრადტკბილ ღვინომასალას ვწებავთ, ვახდენთ ფილტრაციას და ჩამოსხმას სტერილურად. Grape
 
Site Design by OTAR KARALASHVILI