SAPERAVI 

მშრალი წითელი ღვინო
დაძველება: მუხის კასრებში
რეგიონი: კახეთი
მუკუზანის მიკროზონა
ყურძენი: 100% საფერავი
მოსავალი: 2005
ალკოჰოლი: 12.5% vol


TECHNOLOGY

მშრალი წითელი ღვინო “მუკუზანი” მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოყვანილია გურჯაანის რაიონში, მუკუზანის მიკროზონაში. ყურძენი იკრიფება ტექნიკურ სიმწიფეში, ტარდება საჭყლეტ-კლერტგამცლელ მანქანაში. მიღებული დურდო გადადის თერმოს მადუღარში, ემატება გოგირდის ანჰიდრიდი და საფუარის წმინდა კულტურა. სპირტულ დუღილს ვაწარმოებთ 7-8 დღის განმავლობაში 23-25 გრად. ტემპერატურაზე, დღეში 3-4-ჯერ დარევით. როდესაც თერმოს მადუღარში ტკბილის შაქრიანობა 10გ/ლ-ზე დადის, ვაწარმოებთ დურდოს გაპრესვას. მაღალხარისხიანი ღვინის დასაყენებლად ვირჩევთ თვითნადენს. აღნიშნული მადუღარი ღვინო-მასალა სპირტულ დუღილს ამთავრებს ემალის რეზერვუარებში, პარალელურად ვაწარმოებთ ღვინის ვაშლ-რძემჟავა დუღილის კონტროლს.სპირტული დუღილის დამთავრების შემდეგ 10-12 დღეში მთავრდება ვაშლმჟავას დაშლა (ბაქტერიებით). მისი დუღილის შეჩერებას ვახდენთ გოგირდის
ანჰიდრიდის დამატებით და ლექიდან მოხსნით. 30 დღის შემდეგ ვახდენთ ღვინომასალის მეორედ გადაღებას. აღნიშნულ ღვინომასალას ვაძველებთ სამი წლის განმავლობაში მუხის კასრებში. პირველი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ ღვინომასალის გადაღებას 6 თვეში ერთხელ; მეორე წელს – 6 თვეში ერთხელ, მესამე წელს – 12 თვეში ერთხელ უჰაეროდ. ღვინო “მუკუზანის” დაძველება ხდება 15-20 გრადუსის პირობებში. ყველა პროცესის გავლის შემდეგ ვაწარმოებთ დამუშავებას და ჩამოსხმას. Grape
 
Site Design by OTAR KARALASHVILI