SAPERAVI 

მშრალი წითელი ღვინო
რეგიონი: კახეთი
ტიბაანის მიკროზონა
ჯიში: 100% საფერავი
მოსავალი: 2005
ალკოჰოლი: 13% vol


TECHNOLOGY

მშრალი წითელი ღვინო“საფერავი” მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოყვანილია ტიბაანის ზონაში. ყურძენი იკრიფება ტექნიკურ სიმწიფეში, ტარდება საჭყლეტ-კლერტგამცლელ მანქანაში. მიღებული დურდო გადადის თერმოსმადუღარაში, ემატება გოგირდის ანჰიდრიდი და საფუარის წმინდა კულტურა. სპირტულ დუღილს ვაწარმოებთ 7-8 დღის განმავლობაში 23-25 გრად. ტემპერატურაზე, დღეში 3-4-ჯერ დარევით. როდესაც თერმოს მადუღარაში ტკბილის შაქრიანობა 10გ/ლ-ზე დადის, ვახდენთ დურდოს გაპრესვას. მაღალხარისხიანი ღვინის დასაყენებლად ვირჩევთ თვითნადენს. აღნიშნული მადუღარი ღვინო-მასალა სპირტულ დუღილს ამთავრებს ემალის რეზერვუარებში, პარალელურად ვაწარმოებთ ღვინის ვაშლ-რძემჟავა დუღილის კონტროლს. სპირტული დუღილის დამთავრების შემდეგ 10-12 დღეში მთავრდება ვაშლმჟავას დაშლა (ბაქტერიებით). მისი დუღილის შეჩერებას ვახდენთ გოგირდის
ანჰიდრიდის დამატებით და ლექიდან მოხსნით. 30 დღის შემდეგ ვახდენთ ღვინომასალის მეორედ გადაღებას. აღნიშნულ ღვინომასალას ვაძველებთ სამი წლის განმავლობაში. პირველი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ ღვინომასალის გადაღებას 6 თვეში ერთხელ; მეორე წელს – 6 თვეში ერთხელ, მესამე წელს – 12 თვეში ერთხელ უჰაეროდ. ღვინო “საფერავის” დაძველება ხდება 15-20 გრადუსის პირობებში. ყველა პროცესის გავლის შემდეგ ვაწარმოებთ დამუშავებას და ჩამოსხმას. Grape
 
Site Design by OTAR KARALASHVILI