VINEYARD

გაშენებულია 2000 წელს
ფართობი: 20 ჰა
ნარგავების რაოდენობა: 62000
განლაგება: 2,20 x 1,40 მ.
დატვირთვა: 18 კვირტი
გამოსავლიანობა: 40-45 ჰლ.

 

Vine VINE 

საფერავი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საღვინე ყურძნის ჯიშია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ბოლო წლებში მისი გავცელების გეოგრაფია სულ უფრო მეტად იზრდება, ის გვხვდება ევროპაში, აშშ-ში და ავსტრალიაში.

“ტიბანელის” ვენახი 100%-ით შედგება საფერავის ჯიშის ვაზისგან, აქედან დაახლოებით 50% არის საფერავის ერთ-ერთი სახეობა - ბუდეშურისებრი საფერავი, რომლის მარცვალი მოგრძო, წაწვეტებული ფორმისაა. ბუდეშურისებრი საფერავი სხვა სახეობებისგან გამოირჩევა შაქრის დაგროვების უფრო მაღალი უნარით, მეტი მოსავლიანობით, უფრო ინტენსიური შეფერვით და მეტი სინაზით. ის წარმოადგენს საუკეთესო მასალას მაღალხარისხიანი ღვინის დასამზადებლად.

 
Site Design by OTAR KARALASHVILI