VINEYARD

გაშენებულია 2000 წელს
ფართობი: 20 ჰა
ნარგავების რაოდენობა: 62000
განლაგება: 2,20 x 1,40 მ.
დატვირთვა: 18 კვირტი
გამოსავლიანობა: 40-45 ჰლ.

Vineyard

სოფელ ტიბაანს დასავლეთიდან ათიოდე კილომეტრში XVIII საუკუნის
ციხე-ქალაქი სიღნაღი გადმოჰყურებს, აქვე მდებარეობს ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც განისვენებს IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი წმ. ნინო კაპადოკიელი. ალაზნის ველის გასწვრივ გადაჭიმულია კავკასიონის ბუმბერაზი მთების უწყვეტი ჯაჭვი, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად სიღნაღში ჩამოსულ უამრავ დამსვენებელს სასიამოვნო განწყობის შექმნაში ეხმარება ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ღვინოები.

 
Site Design by OTAR KARALASHVILI